суббота, 14 декабря 2013 г.

პროექტის სახელწოდება–დავიცვათ ბუნება
პროექტის მთავარი იდეა –1–2 წინადადებით
მოსწავლეებს ვუსვამ შეკითხვებს:
თქვენი აზრით რა როლი აქვს ბუნებას ადამიანის ცხოვრებაში?
ჯანსაღი ცხოვრების გაუმჯობასებაზე იზრუნვებდით?
მოსწავლეებს შევთავაზებ  პროექტზე მუშაობას და
ერთად შევიმუშავებ სამუშაო გეგმას და გადავინაწილებ სამუშაოს.
პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ პირადი დამოკიდებულება საკუთარი გარემოსადმი.
მასწავლებელი მოსწავლეებს ჩაუტარებს მინი ლექციას, ბუნების როლი ადამიანის ცხოვრებაში. როგორ უნდა დაიცვას ადამიანმა ბუნება. ამ პრობლემიდან გამომდინარე  გააეკეთებენ საპროექტო თემას: ,,დავიცვათ ბუნება“.მოაწყობენ ექსკურსიას და აღწერენ იმ ადგილებს.ასახავენ ფოტოებზე.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებს განუვითარდეთ,მათი როლი ჯანსაღი ცხოვრების გაუმჯობესებაში.იზრუნონ მათ მოვლაზე.
მონაწილეთა ასაკი–9–10 წლის.
ვადები /ხანგრძლივობა–4 თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას–ექსკურსია.კედლის გაზეთი.ფოტო სურათები.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:თაბახის ფურცლები.ფოტო აპარატი.ფერადი ფანქრები.მინდვრის ყვავილების თესლები.სხვადასხვა ჯიშის ხის ნერგები.სამუშაო იარაღები.
პროექტის მსვლელობა:
მოსწავლეებს დავყოფ რამოდენიმე ჯგუფად
I- აქტივობა.
 I-ჯგუფს დავავალებ შექმნან ფოტო ალბომი, სადაც ბუნება სილამაზე,სიცოცხლე და ტკივილია...
II -ჯგუფს დავავალებ სკოლის ეზოში  დაათვალიერონ  გარემო  და გააკეთონ ჩანახატები– ,,სუფთა და დანაგვიანებული გარემო“ ინფორმაცია წარმოადგინონ ჩანაწერების სახით.
  III-ჯგუფს დავავალებ   დააკვირდნენ ყოველდღიურად სკოლის უკან ჩამდინარე მდინარეს,რომელიც იცვლის თუ არა სახეს და ნაგვიანდება. ინფორმაცია წარმოადგინონ ცხრილის სახით.
II-აქტივობა.
პროექტის მონაწილეებმა მოაწყონ ექსკურსია ქალაქ ბათუმში და დაათვალიერონ ,,ბოტანიკური ბაღი“.
III- აქტივობა.

ჯგუფს დავავალებ შეაგროვონ მინდვრის ყვავილების თესლები,დაამუშაონ ნიადაგი .დათესონ და მოუარონ.
IV-აქტივობა.
მთელ ჯგუფთან  ერთდ დაიგეგმა, გაზაფხულზე დარგონ სხვადასხვა ჯიშის ხის ნერგები.მოუარონ.
V-აქტივობა.

დაკისრებული დავალებების შესრულების შემდეგ ,დავალებებს წარადგენენ მთელ კლასში პრეზენტაციის სახით.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ერტოვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა და ლიტერატურა.
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.
პროექტის ხელმძღვანელი-მარინე ჩიქობავა.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა--marinehikobava@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:www.hikobavamarine.blogspot.com