პროექტის
სახელწოდება–დავიცვათ ბუნება
პროექტის მთავარი იდეა –1–2
წინადადებით
მოსწავლეებს ვუსვამ შეკითხვებს:
თქვენი აზრით რა როლი აქვს ბუნებას ადამიანის
ცხოვრებაში?
ჯანსაღი ცხოვრების გაუმჯობასებაზე
იზრუნვებდით?
მოსწავლეებს შევთავაზებ პროექტზე მუშაობას და
ერთად შევიმუშავებ სამუშაო გეგმას და
გადავინაწილებ სამუშაოს.
პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ პირადი
დამოკიდებულება საკუთარი გარემოსადმი.
მასწავლებელი
მოსწავლეებს ჩაუტარებს მინი ლექციას, ბუნების როლი ადამიანის ცხოვრებაში. როგორ
უნდა დაიცვას ადამიანმა ბუნება. ამ პრობლემიდან გამომდინარე გააეკეთებენ საპროექტო თემას: ,,დავიცვათ
ბუნება“.მოაწყობენ ექსკურსიას და აღწერენ იმ ადგილებს.ასახავენ ფოტოებზე.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებს
განუვითარდეთ,მათი როლი ჯანსაღი ცხოვრების გაუმჯობესებაში.იზრუნონ მათ მოვლაზე.
მონაწილეთა ასაკი–9–10 წლის.
ვადები /ხანგრძლივობა–4 თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც
შეიძლება შეიქმნას–ექსკურსია.კედლის
გაზეთი.ფოტო სურათები.
პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები:თაბახის ფურცლები.ფოტო
აპარატი.ფერადი ფანქრები.მინდვრის ყვავილების თესლები.სხვადასხვა
ჯიშის ხის ნერგები.სამუშაო იარაღები.
პროექტის
მსვლელობა:
მოსწავლეებს დავყოფ რამოდენიმე ჯგუფად
I- აქტივობა.
I-ჯგუფს დავავალებ შექმნან ფოტო
ალბომი, სადაც ბუნება სილამაზე,სიცოცხლე და ტკივილია...
II -ჯგუფს დავავალებ სკოლის ეზოში დაათვალიერონ გარემო და
გააკეთონ ჩანახატები– ,,სუფთა და დანაგვიანებული გარემო“ ინფორმაცია წარმოადგინონ
ჩანაწერების სახით.
III-ჯგუფს
დავავალებ დააკვირდნენ ყოველდღიურად სკოლის უკან ჩამდინარე
მდინარეს,რომელიც იცვლის თუ არა სახეს და ნაგვიანდება. ინფორმაცია წარმოადგინონ
ცხრილის სახით.
II-აქტივობა.
პროექტის მონაწილეებმა მოაწყონ
ექსკურსია ქალაქ ბათუმში და დაათვალიერონ ,,ბოტანიკური ბაღი“.
III- აქტივობა.
ჯგუფს დავავალებ შეაგროვონ მინდვრის
ყვავილების თესლები,დაამუშაონ ნიადაგი .დათესონ და მოუარონ.
IV-აქტივობა.
მთელ ჯგუფთან ერთდ
დაიგეგმა, გაზაფხულზე დარგონ სხვადასხვა ჯიშის ხის ნერგები.მოუარონ.
V-აქტივობა.
დაკისრებული დავალებების შესრულების
შემდეგ ,დავალებებს წარადგენენ მთელ კლასში პრეზენტაციის სახით.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ერტოვნულ
სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა და
ლიტერატურა.
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.
პროექტის ხელმძღვანელი-მარინე ჩიქობავა.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა--marinehikobava@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:www.hikobavamarine.blogspot.com
Комментариев нет:
Отправить комментарий